2019-04-10
პოლონელი და ლიტველი პროფესორების შეხვედრა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან
ამა წლის 10 აპრილს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს "ერაზმუს +" გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ესტუმრნენ პოლონელი და ლიტველი პროფესორები. პოლონეთის რჟეცოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან პროფესორები კრსიტინა კმიოტეკი და იოლანტა სტეც-რუსისკა, ხოლო ლიტვის ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტიდან პროფესორი ლინა პილელიენა. გაიმართა შეხვედრა დეკანთან, პროფესორ გიორგი ღაღანიძესთან. დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი პროექტები. პროფესორ კრისტინა კმიოტეკის კვლევის საგანია კროსკულტურული მენეჯმენტი, ორგანიზაციული ქცევა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, ხოლო პროფესორ იოლანტა სტეც-რუსისკას კვლევის მიმართულებებია წარმოება, მენეჯმენტი და ეკო-ინოვაცია. რაც შეეხება პროფესორ ლინა პილელიენას, იგი შეისწავლის სტრატეგიული მარკეტინგის საკითხებს.
პოლონელი და ლიტველი პროფესორები თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტეტის ბაკალვრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის ატარებენ ლექციებს თავისი კვლევის სფეროში არსებულ პრობლემატურ და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

« იხ. ყველა სიახლე