ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-22

ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის - ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორის აგნესზკა რზეპკას ლექცია

მ/წ 21 ნოემბერს პროექტის „ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“ ფარგლებში თსუ I კორპუსში ჩატარდა ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორის აგნესზკა რზეპკას ლექცია - Krakov Technology Park – a case study. The solution for Georgia. პროექტი ორგანიზებული იყო საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის - პოლონეთის მიერ. პოლონეთიდან ამ პროექტში მონაწილეობდა ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და კვლევებისა და განვითარების ინსტიტუტი, ხოლო საქართველოდან - თსუ ინოვაციური მენეჯმენტის ცენტრი. ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დასასრულს მსმენელებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები.


Print

« იხ. ყველა სიახლე