გასვლითი ლექცია–სემინარი სტეფანწმინდის (ყაზბეგის) საპატრიარქოს გიმნაზიაში


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის და მასთან არსებული სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს ინიციატივით, 2013 წლის 16 მაისს მოეწყო გასვლით ლექცია–სემინარი სტეფანწმინდის (ყაზბეგის) საპატრიარქოს გიმნაზიის უფროსკლასელებისა და თსუ „ნორჩი ეკონომისტის“ სკოლის მოსწავლეებისათვის, პროფესორ–მასწავლებლების მონაწილეობით.

გიმნაზიის დირექტორის, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის მმართველის, მთავარეპისკოპოს იეგუდიელისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის აკაკი ხელაძის  მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ჩატარდა ლექცია–სემინარი თემაზე: „დროის მართვა“, რომელიც წაიკითხა თსუ მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა, ცენტრ „იდეას“ დირექტორმა გიორგი შიხაშვილმა.

ლექცია-სემინარის შემდეგ თბილისელი სტუმრები პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოს ეწვივნენ, სადაც საპატრიარქოს რეზიდენციაში მათ მეუფე იეგუდიელმა უმასპინძლა.