2020-03-19

ინფორმაცია ელექტრონული სწავლების შესახებ

თსუ ფაკულტეტები 2020 წლის 23 მარტიდან  ელექტრონული სწავლების ელემენტებზე (სინქრონული და ასინქრონული)  გადავა: 
აღნიშნული სიახლე, საშუალებას მოგვცემს სასწავლო პროცესი არ გაცდეს დღეს არსებულ აკადემიურ კალენდარს, რომლის თანახმადაც აკადემიური პროგრამებისთვის სააუდიტორიო  მეცადინეობები 27 ივნისს სრულდება. 

გიზიარებთ დამატებით ინფორმაციას: 

სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემების (LMS,  Moodle და სხვა)  დეტალური გზამკვლევები, რომელთა დახმარებითაც სტუდენტები შეძლებენ გაიარონ რეგისტრაცია.  იხილეთ ლინკი

ონლაინ სემინარების/ლექციების ჩატარებისთვის არის რეკომენდაცია გამოვიყენოთ zoom.us,  რომლის დახმარებითაც შეძლებთ პედაგოგებთან კომუნიკაციას; 

კონკრეტულ პედაგოგთან საკომუნიკაციო საშუალებების შესახებ ინფორმაციას (სალექციო მასალები, აუდიო ჩანაწერები და სხვა) მიიღებთ LMS ბაზაში შეტყობინენებიდან;

ფაკულტეტის ვებ გვერდზე გახსნილია ფანჯარა „ელექტრონული სწავლება“, სადაც განთავსებულია სწავლების სამივე საფეხურისთვის კათედრებისა და სასწავლო კურსის შესაბამისად ელექტრონული სასწავლო მასალები; 

სასწავლო კურსებში პედაგოგთან ურთიერთობისთვის შესაძლებელია გამოიყენოთ კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება, რათა ერთად შევძლოთ ახალი გამოწვევის დაძლევა. 



დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ფაკულტეტების ადმინისტრაციას: 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
 
(+995 32) 2 250484  შიდა ნომრები:  97 33;  97 66; 97 20; 97 23

Print

« იხ. ყველა სიახლე