ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, ბატონ აკაკი ხელაძის მიმართვა სტუდენტებს
ძვირფასო სტუდენტებო,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე 2013 წლის 1 ივნისიდან 1 ივლისამდე ტარდება სტუდენტთა გამოკითხვა სასწავლო კურსების და სტუდენტთა მომსახურების შეფასების მიზნით (სასწავლო კურსის შეფასების კითხვარის დამტკიცების შესახებ ბრძანება #01/03; 11.12.2012; სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის დამტკიცების შესახებ ბრძანება #01/03; 13.05.2013). გამოკითხვის მიზანია სწავლებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტუდენტთა ეფექტიან უკუკავშირს ადმინისტრაციასთან, ვინაიდან სტუდენტი არის უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომელიც განსაზღვრავს წარმატებულ საქმიანობას.
გამოკითხვის მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ თქვენ ობიექტურობასა და გულისხმიერებას გამოიჩენთ კითხვარის შევსებისას. ორგანიზატორები და კვლევითი ჯგუფი პასუხისმგებელია რესპონდენტის ანონიმურობისა და მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ სწავლებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, როგორც მთლიანად უნივერსიტეტში, ასევე ჩვენს ფაკულტეტზე. კითხვარის შევსებისას წარმოქმნილი შესაძლო ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ თსუ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს ტელეფონის ნომერზე 2 22 72 87 ან მისწერეთ შემდეგ მისამართზე itsupport@tsu.ge
წინასწარ მადლობას გიხდით თანამსრომლობისათვის და წარმატებებს გისურვებთ დასკვნით გამოცდებზე!
აკაკი ხელაძე
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი
3 ივნისი, 2013