2018-12-21

პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან

2018 წლის 19 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის - „პოლიტეოკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან“ წლის ბოლო სემინარი თემაზე “კრიპტოვალუტის მაინინგი: არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“. მოხსენებით წარსდგენენ თსუ-ის პროფესორი დემურ სიჭინავა და თსუ-ის ემერიტუსი -პროფესორი მურთაზ მაღრაძე. სემინარზე დეტალურად იქნა გადმოცემული კრიპტოვალუტის მაინინიგის არსი და მისი განვითარების დინამიკა, ასევე მომოხსენებელთა მიერ შემოთავაზებულ იქნა შესაძლო პროგნოზები კრიპტოვალუტის მოცულობის ზრდასთან  და მის საგადამხდელო საშუალებად შემოღებასთან დაკავშირებით.
საკითხმა გამოიწვია ცხარე დისკუსია აუდიტორიაში, დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მოსაზრებები. საბოლოოდ, სემინარი შეაჯამა პროფესორმა ლადო პაპავამ, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მომხსენებლების მიერ წარმოდგენილი თემის აქტუალობას.

Print

« იხ. ყველა სიახლე