ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-07-06

სტუდენტების საყურადღებოდ, ცხადდება მიღება კურსზე საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოსაპოვებლად

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ – საჯარო აუდიტის ინსტიტუტი, 27 ივლისიდან 20 ნოემბრის ჩათვლით აცხადებს „საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერთიფიკაციო კურსს“ (რეგისტრაცია 27 ივლისამდე). პროგრამა განხორციელდება დისტანციური სწავლების  ფორმით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, თსუ-ის მიერ წარმოდგენილ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ საშეღავათო პირობებით და გადაიხადონ კურსის ღირებულების ნახევარი.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ასევე სსიპ – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდებზე (www.sao.ge; www.sai.ge) ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე:  032 2 054 615 ან 995 599 85 81 84 ან 955 597 04 04 03

Print

« იხ. ყველა სიახლე