2019-01-11

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ევროპულ ბიზნეს ასოციაციას შორის

11 იანვარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპულ ბიზნეს ასოციაცია საქართველოს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსუ-ს რექტორმა, ბატონმა გიორგი შარვაშიძემ და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა დევიდ ლიმ. მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე.

ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში ახალი თაობის პროფესიონალი კადრების აღზრდას, საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფას, პრაქტიკის ბაზის გაუმჯობესებას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ლიტერატურის შექმნას, საჯარო ლექციების, სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციების და სხვა ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას, კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას.





Print

« იხ. ყველა სიახლე