ამა წლის 1-2 თებერვალს ქ. ბანგკოკში (ტაილანდი) ჩატარდა "მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია გლობალური ბიზნეს გარემოს შესახებ", სადაც თსუ დოქტორანტი ვახტანგ ჭარაია მიწვეული გახლდათ მომხსენებლის რანგში, თემაზე "პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, საქართველოს მაგალითი".
მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა და მისცა შესაძლებლობა ვახტანგ ჭარაიას ჩამოეყალიბებინა ახალი კონტაქტები აღნიშნული სფეროს ადგილობრივ და საერთაშორისო სპეციალისტებთან.
ვახტანგ ჭარაიამ რამოდენიმე მოწვევაც მიიღო ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, მათთან სტუმრობისა და საჯარო ლექციის ჩატარების მიზნით.
ვახტანგ ჭარაია აგრეთვე დააჯილდოვეს მადლობის სიგელით - "ინტელექტუალური კონტრიბუციისათვის", ზემოაღნიშნულ კონფერენციაში.