2017-09-07
ძვირფასო სტუდენტებო, კოლეგებო!
ნება მომეცით მოგილოცოთ ეკონომისტის პროფესიული დღე, რომელიც საქართველოში აღინიშნება ყოველ წელს, სექტემბრის თვის მეორე პარასკევს, შესაბამისად, 2017 წელს, ასეთი დღე 8 სექტემბერია .
განსაკუთრებით მინდა მივულოცო ეს დღე პირველკურსელებს, მათ ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთეს თავისი პროფესიის არჩევისას.
ეს დღე არის კარგი საშუალება, რათა კიდევ ერთხელ ერთად გავიაზროთ თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკას სახელმწიფოს მშენებლობისა და განვითარების საქმეში.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს და პროფესორს, საქართველოს ყველა ეკონომისტს გულითადად ვულოცავ ამ მნიშვნელოვან პროფესიულ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ თავიანთ საქმიანობაში ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისათვის!
თეიმურაზ ბერიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა
და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
« იხ. ყველა სიახლე