ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-03-25

საჯარო ლექცია თემაზე: ხარჯსარგებლიანობის ანალიზი, როგორც მდგრადი ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტი

ამა წლის 25 მარტს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა აშშ–დან მოწვეული გარემოსდაცვითი ეკონომიკის  ექსპერტის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მაიკლ უილიამსის საჯარო ლექცია თემაზე: ,,ხარჯსარგებლიანობის ანალიზი, როგორც მდგრადი ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტი“.



სტუმარმა ისაუბრა მწვანე ეკონომიკური განვითარების საკითხების საერთაშორისო გამოცდილებისა და პოპულარიზაციის აუცილებლობაზე სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებით. აღნიშნული პრობლემა მეტად აქტუალურია როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირისა და ზოგადად მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
 


ლექცია ორგანიზებული იყო  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის მიერ. იგი შედგა  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და USAID -ის მხარდაჭერით,





Print

« იხ. ყველა სიახლე