2014-04-16

პროკრედიტბანკის დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია

 
პროკრედიტბანკი იწყებს ახალგაზრდა ბანკირების მეათე თაობის შერჩევას, რომელიც მოგცემთ დასაქმების უნიკალურ შანსს!

ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა პროკრედიტ ბანკში მუშაობის დაწყების ერთად-ერთი საშუალებაა. იგი განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ნებისმიერი სპეციალობის კანდიდატს, რომელსაც სურს მომავალი პროფესიული ზრდა ბანკს დაუკავშიროს. აქვე აღსანიშნავია, რომ მონაწილეობის მისაღებად საბანკო და ტექნიკური განათლება აუცილებელი არ არის, რადგან ექვსთვიანი პროგრამის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ და შეისწავლონ საბანკო საქმიანობა.

პროგრამის მონაწილეებს ბანკი უზრუნველვყოფს ყოველთვიური სტიპენდიით, რომელიც 250 ლარს შეადგენს, ხოლო 6 თვის შემდეგ წარმატებულ კანდიდატებს დასაქმების რეალური შესაძლებლობა ეძლევა.

პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება 2014 წლის 24 აპრილს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში.
დასწრება თავისუფალია!


Print

« იხ. ყველა სიახლე