ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-11-17

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების საყურადღებოდ!

ნოემბრის ბოლოს თბილისს ეწვევა ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დოქტორანტების ჯგუფი, პროფესორ იოჰენ ციმერმანის ხელმძღვანელობით.

25 ნოემბერს, პარასკევს, საღამოს 17:00 საათიდან - 19:00 საათამდე, თსუ-ის პირველი კორპუსის 107-ე აუდიტორიაში დაგეგმილია ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების გერმანელი და ქართველი დოქტორანტების შეხვედრა-დისკუსია და ერთობლივი სადოქტორო სემინარი თემაზე: “სადისერტაციო ნაშრომის მომზადებასთან დაკავშირებული გამოწვევები თსუ-სა და ბრემენის უნივერსიტეტში“.

შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგოიცაა სამეცნიერო მუშაობა, კვლევის მეთოდები, სადისერტაციო ნაშრომის მომზადება, გაფორმება და დაცვა. გაზიარებული იქნება ბრემენისა და თბილისის უნივერსიტეტების გამოცდილება, განხილული იქნება არსებული პრობლემები.

სამუშაო ენა ინგლისური.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლების დასწრება თავისუფალია!
Print

« იხ. ყველა სიახლე