2015-12-04
Microsoft-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონის რეგიონის გენერალური მენეჯერი მაიკლ კიოგელერი (Michael Kogeler) თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართავს ლექცია-ვორკშოპს
Microsoft-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონის რეგიონის გენერალური მენეჯერი მაიკლ კიოგელერი (Michael Kogeler) თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართავს 1 საათიან ლექცია-ვორკშოპს, რომლის დროსაც ისაუბრებს მაიკროსოფტის ხედვაზე თანამედროვე ბიზნესის გამოწვევებზე და როგორ ეხმარება ტექნოლოგია ადამიანებს და ორგანიზაციებს მეტის მიღწევაში. ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებასა და წარმატების ფორმულაზე.
სტუდენტებს ექნებათ საშუალება დაუსვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, რა კომპეტენციებს ითხოვს Microsoft-ი თანამშრომლის სამსახურში აყვანისას, როგორი ბიზნეს ურთიერთობის მოდელი აქვს კომერციულ ფირმებთან, რა საგანმანათლებლო პროგრამები აქვს სტუდენტებისთვის, როგორ ეხმარება საგანმანათლებლო ინსტიტუციებს და კომერციულ თუ სამთავრობო ორგანიზაციებს ტექნოლოგიების საშუალებით ბიზნეს პროცესების ეფექტურობის გასაზრდელად და ა.შ.
შეხვედრა გაიმართება 8 დეკემბერს, 12:00 საათზე, თსუ პირველ კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის აუდიტორიაში.
მაიკლ კიოგელერი არის Microsoft-ისცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონის გენერალური მენეჯერი. ამ პოზიციაზე იგი მართავს და ავითარებს კორპორაციის ბიზნესს 24 ქვეყანაში, ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და მრავალფეროვან რეგიონში.
მანამდე მაიკლი წამოადგენდა Microsoft-ის ინტერესებს წინა აზიისა და აფრიკის რეგიონში, როგორ მარკეტინგისა და ოპერაციების გენერალური მენეჯერი. მაიკლი 12 წელია რაც Microsoft-ში მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში უძღვებოდა სხვადასხვა მიმართულებებს კომპანიის გლობალური სტრატეგიების დანერგვის საერთაშორისო მიმართულებებით.
Microsoft (Nasdaq “MSFT” @microsoft)წარმოადგენს გლობალურ ლიდერს პროგრამული უზრუნველყოფის, პლატფორმების და სერვისების წარმოებაში, და თავის მისიად დასახული აქვსყოველპიროვნებასადაორგანიაზაციას პლანეტაზე მისცეს უფრო მეტის მიღწევის შესაძლებლობა.

« იხ. ყველა სიახლე