ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-26

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ,,ფორსაიტ-მენეჯმენტი: განათლების, მეცნიერებისა და ბიზნესის განვითარებისა და ინტეგრაციის მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა."

2017 წლის 25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თსუ-ს მე-10 (მაღლივი) კორპუსის 206-ე აუდიტორიაში საზეიმოდ გაიხსნა ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ,,ფორსაიტ-მენეჯმენტი: განათლების, მეცნიერებისა და ბიზნესის განვითარებისა  და ინტეგრაციის მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა."
    აღნიშნული კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს, უკრაინის, პოლონეთისა და ბელორუსიის წამყვანი უნივერსიტეტები,  კერძოდ:  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვადიმ გეტმანის სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტი, ხერსონის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ოდესის ილია  მეჩნიკოვის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი, ჩერნიგოვის ნაციონალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ხმელნიცკის ნაციონალური უნივერსიტეტი, ხერსონის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი, ბელორუსიის ვაჭრობისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი და კრაკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი.
    25 ოქტომბერს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გახსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ. კონფერენციის მონაწილეებთან მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა; ვადიმ გეტმანის სახელობის კიევის ნაციონალური ეკონომიკის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მენეჯმენტის დეპარტამენტის პროფესორი  ოლგა გარაფანოვა.
    მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მოხსენებებით გამოვიდნენ: პროფესორი დავით ნარმანია (თსუ); პროფესორი კატარზინა გდოვსკა (მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, კრაკოვი, პოლონეთი); ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკოლოზ ბაკაშვილი;  პროფესორი იოსებ ხელაშვილი (თსუ); ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი  კსონზჰიკ ირინა (მიკოლავის აგრარული უნივერსიტეტი, უკრაინა) და სხვა.
    კონფერენციის უცხოელი მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ტექნო-პარკის, თსუ-ში არსებული ფაბლაბისა და ბლუმბერგის ლაბორატორიების საქმიანობას. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მონაწილეებისათვის, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქართული ინოვაციური საწარმოთა გამოცდილების გაზიარება, დაგეგმილია კონსალტინგის ქართველ სპეციალისტებთან შეხვედრა-ტრენინგი. კონფერენციის პროგრამა ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს.












Print

« იხ. ყველა სიახლე