ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-02

იაკობ (იაშა) მესხიას ხსოვნისადმი მიძღვილი სტუდენტური კონფერენცია

სტუდენტური კონფერენცია

         2016 წლის 29 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, კერძოდ კი განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგაზინებით გაიმართა პროფესორ იაკობ (იაშა) მესხიას ხსოვნისადმი მიძღვილი სტუდენტური კონფერენცია. კონფერენცია ითვალისწინებდა ორ ეტაპს. კონფერენციის პირველ ეტაპზე - დარეგისტრირებულ სტუდენტთა ნაშრომები გადაეგზავნა კონფერენციის ჟიურის წევრებს. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტთა გარკვეული ნაწილი გადავიდა მეორე ეტაპზე. მათი ნაშრომების პრეზენტაცია შედგა 2016 წლის 29 ნოემბერს თსუ-ის პირველ კორპუსში 214-ე აუდიტორიაში.  კონფერენციის ჟიურის წევრები იყვნენ:
          კონფერენცია გახსნა სტუდენტმა მამუკა ოქროპირიძემ. პროფესორ თეიმურაზ ბერიძის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დაიწყო სტუდენტთა პრეზენტაციები. კონფერენციის დასასრულს კონფერენციის მონაწილეებთან სიტყვით გამოვიდნენ პროფესორი თეიმურაზ ბერიძე და ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშილი, სადაც მათ აღნიშნეს ამგვარი ღონისძიებების უდიდესი მნიშვნელობა სტუდენტთა პროფესიულ ზრდაში და მათი უნარ-ჩვევების განვითარებაში. მათი შეფასებით ყველა მათგანი იყო გამარჯვებული, რადგან თითოეული სტუდენტის შეფასება მხოლოდ მეათედებით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. საბოლოოდ ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.
         კონფერენციის ბოლოს კი ჟიურის მიერ გამოვლინდა ყველაზე მაღალი შეფასების მქონე სტუდენტი -  ლალი თოლორდავა. თსუ-ის სტუდენტურმა თვითთმართველობამ მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის ადმინისტრაციას და ჟიურის წევრებს გაწეული დახმარებისათვის.














Print

« იხ. ყველა სიახლე