2015-08-25

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე (ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №84/01-01,03.06.2015)

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია სადოქტორო პროგრამით.  (ინფორმაცია სადოქტორო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები
(№80/01-01, 03.06.2015).

ა) საბუთების მიღება - 29 ივნისი - 3 ივლისი და 31 აგვისტო - 4 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში - 7 სექტემბერი (14 საათი);
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 11 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 11 სექტემბერი (9 საათი);
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 სექტემბერი;
კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 17 - 18 სექტემბერი;
ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 21 სექტემბერი
მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  - 21 - 23 სექტემბერი;
ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 24 სექტემბერი;
ო) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 28 სექტემბერი.

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10.00  - 17.00 სთ.):

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2015 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
ლ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.


საკონტაქტო ინფორმაცია 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №3,  თსუ III კორპუსი, ოთახი № 158; ტელეფონი: (+995 32) 2 29 08 36

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №208; ტელეფონი: (+995 32) 2 22 11 01-226

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. № 14. თსუ IV კორპუსი, III სართული, ოთახი №302; ტელეფონი: (+995 32) 2 22 11 01 254.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი). თსუ X კორპუსი, III სართული, ოთახი № 307, ტელეფონი (+995 32) 2 30 41 74
ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსის უკანა შესასვლელი, ოთახი N5, (+995 32) 2 30 47 22.

იურიდიული ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№ 3, თსუ II კორპუსი, ოთახი
№ 117; ტელეფონი: (+995 32) 2 29 08 19. (+995 32) 2 29 08 41.

მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ჭიაურელის №2, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N38 (კანცელარია). ტელეფონი: (+995 32)  2 91 31 25

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11,
თსუ III კორპუსი, II სართული, ოთახი №205; ტელეფონი: (+995 32) 2 22 44 69.
Print

« იხ. ყველა სიახლე