2014-05-06
საქართველოდან წარგზავნილი კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებები მოსმენილ იქნა ორ სექციაზე: ,,საერთაშორისო ეკონომიკა, (რომლის მოდერატორი იყო ნ. აბესაძე) და ,,კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა.“ მოხსენებების გარშემო დაისვა შეკითხვები და გაიმართა საინტერესო დისკუსია.
კონფერენციის მსვლელობისას დაისახა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ურალის ფედერალურ უნივერსიტეტს (რუსეთი), ბუდაპეშტის უნივერსიტეტს (უნგრეთი), საქარიას უნივერსიტეტსა (თურქეთი) და ტაშკენტის უნივერსიტეტებს (უზბეკეთი) შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.
« იხ. ყველა სიახლე