ბეჭდვა |/ დახურვა |
ხუთშაბათს, 4 ივნისს, 13:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება სა
დაზღვევო კომპანია "კოპენბურის" დასაქმების პროექტის პრეზენტაცია თსუ სტუდენტებისათვის.
კომპანიის შესახებ
სადაზღვევო კომპანია ,, კოპენბური ” საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 2014 წლის აგვისტოდან გამოჩნდა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დაზღვევის ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიულ სეგმენტს.
„კოპენბური“-ს მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
სადაზღვევო კომპანია კოპენბური აცხადებს ვაკანსიებს სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე.
§ შრომის ანაზღაურება: საკომისიო
§ სამუშაო ადგილი: თბილისი
ჩვენთან დასაქმების შემთხევაში:
§ გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
§
იმუშავებთ
ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
ამ თანამდებობის მიზანია პოტენციური მომხარებლების მოზიდვა და სადაზღვევო მომსახურების/პროდუქტების გაყიდვების ზრდის მხარდაჭერა
ძირითადი მოვალეობები:
§ პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
§ მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება დამისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
§ სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
§ გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
§ საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
§ გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
§ არსებული მომხარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
§ გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
§ უმაღლესი განათლება ან სტუდენტი.
§ სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
§ აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
§ სასურველია ინგლისური და რუსული ენებს ცოდნა.
§ მომხმარებელთან ურთიერთობის ცოდნა;
§ საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა;
§ მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
§ სხარტი აზროვნების უნარი;
§ სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი;
§ დეტალებზე ორიენტირებულობა;
§ ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
§ პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი .
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ( CV ) ელექტრონულ მისამართზე: agents@kopenbur.ge
გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი: „ სადაზღვევო აგენტი/თბილისი“.
შესარჩევი კანდიდატები გაივლიან: ტესტირებას ლოგიკურ აზროვნებაში და გასაუბრებას.
სადაზღვევო კომპანია კოპენბური მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გელით პრეზენტაციაზე
ხუთშაბათს, 4 ივნისს, 13:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში