ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ვახტანგ ჭარაია ჰარვარდის უნივერსიტეტის ექსკლუზიური უფლებით ჩაატარებს ლექციების კურსს "კონკურენციის მიკროეკონომიკა", ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების მაგისტრანტებისათვის.
ლექციები ჩატარდება შაბათობით და დაიწყება მიმდინარე წლის 9 მარტს.
ლექციებზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ქალბატონ ლალი კობახიძესთან (თსუ მაღლივი კორპუსი, ოთახი 309)