2013-06-30

ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის XXXIV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (ICBEM 2013)

2013 წლის 27-28 ივნისს საფრანგეთის ქ. პარიზში გაიმართა მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის მიერ ორგანიზებული  ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის  XXXIV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (ICBEM 2013), რომელშიც მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი, მიკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი და  ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის ასისტენტ პროფესორი რუსუდან სეთურიძე.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ამ დარგის წამყვანი მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციის მიზანი იყო სიახლეების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და აზრთა გაცვლა ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სფეროში. კონფერენციაში მუშაობდა 15 სექცია და წარმოდგენილი იყო 90 პოსტერი.

საქართველოს წარმომადგენლები გამოვიდნენ მოხსენებით თემაზე:
"სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებები საქართველოში გლობალიზაციის პირობებში".
მოხსენების დამთავრების შემდეგ სექციის ხელმძღვანელმა ეგვიპტის ქ. კაიროს გერმანული უნივერსიტეტის პროფესორმა ალა მეიერმა აღნიშნა, რომ თემატიკა ძალიან საინტერესო და  მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისათვის.   

საქართველოს წარმომადგენლებს კონფერენციის მსვლელობისას შეხვედრები ჰქონდათ იტალიის, აშშ-ს, ნორვეგიის, საფრანგეთის, ინგლისის, ლატვიის, ჩეხეთის, ინდოეთის, მალაიზიის, სამხრეთ აფრიკის, ტაივანის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.  მიიღეს მიწვევები ინგლისსა და ეგვიპტეში.

აღნიშნული კონფერენციის სამივე მონაწილე გახდა მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის სამეცნიერო სარედაქციო საბჭოს წევრი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განხრით.
მონაწილეებმა მიიღეს კონფერენციის პროგრამა, სამეცნიერო ნაშრომების კრებული, ჩD და სერტიფიკატები.









Print

« იხ. ყველა სიახლე