2016-05-16
ცხადდება "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ – კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება!
სტიპენდიის მიღების მსურველმა მხოლოდ იმ სტუდენტებმა, რომელთაც წინა სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა მიღებული აქვთ მონაწილეობა კონფერენციებში და/ან გამოქვეყნებული აქვთ ნაშრომი უნდა წარადგინონ:
1) პირადი განცხადება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხილე ბმული);
2) პირადობის მოწმობის ასლი;
3) წინა სემესტრის განმავლობაში ჩატარებულ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი, კონფერენციის პროგრამა, ჩატარების თარიღის მითითებით.
4) გამოქვეყნებული ნაშრომის ქსეროასლი სადაც ნაჩვენები იქნება კრებულის დასახელება, კრებულის სარჩევი, ნაშრომის სათაური, გამოცემის ადგილი და პერიოდი;
5) ბეჭდით დამოწმებული საბანკო რეკვიზიტი საქართველოს ბანკიდან ( ანგარიშის ნომრის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან)პირადი სტუდენტური ანგარიშის ნომრის მითითებით.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 20 მაისის ჩათვლით, 18:00 სთ.
საბუთების მიღება იწარმოებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში - თსუ X (მაღლივი) კორპუსი 311 ოთახი.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია
« იხ. ყველა სიახლე