ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-02

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებულ პროექტ „საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში სტუდენტებს სთავაზობს სალექციო კურსების სერიას.

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ორდღიან სალექციო ბლოკ-კურსში „ფინანსური აღრიცხვის და ინვესტიციების საფუძვლები“ (სალექციო კურსის დეტალური ინფორმაცია ნახეთ ბმულზე). სალექციო კურსს გაუძღვებიან ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორანტები სებასტიან ტიდემანი, მაქს ნეუბაუერი და ოლივერ სტეინებახი.
 
მონაწილეთათვის გაიცემა თსუ-ს, IDFI-ს და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერთიფიკატი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მისამართზე: georgia2020@idfi.ge. რეგისტრაციის ბოლოვადაა 2015 წლის 6 ნოემბერი. კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. კურსზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ თსუ-ს სტუდენტებს.
 
გთხოვთ, აღნიშნულ მეილზე გამოგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, სპეციალობა, სემესტრი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და მოკლე სამოტიცავიო წერილი (არაუმეტეს ერთი გვერდისა).
 
სალექციო ბლოკ-კურსი გაიმართება 2015 წლის 9 და 10 ნოემბერს თსუ-ს მაღლივი კორპუსის 206-ეაუდიტორიაში, 14:00-დან 17:30-საათამდე. სამუშაოენა: ინგლისური.

Print

« იხ. ყველა სიახლე