2017-03-15

სტუდენტური ოლიმპიადა "მომავალი ეკონომისტი"

სტუდენტური ოლიმპიადის "მომავალი ეკონომისტი" საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება პარასკევს, 17 მარტს, 12:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში. ბაკალავრიატის ყველა კურსის სტუდენტის დასწრება თავისუფალია!

არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი საქართველოს მასშტაბით ატარებს  სტუდენტურ ოლიმპიადას ეკონომიკაში (,,მომავალი ეკონომისტი’’). ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, მათ შორის უცხოელებს. ოლიმპიადა ჩატარდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ოლიმპიადა ჩატარდება სამ ტურად. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი და არაფულადი პრიზები
ოლიმპიადის გამარჯვებული მიიღებს 1 000 ლარს, მეორე ადგილოსანი დაჯილდოვდება 700 ლარით, მესამე ადგილოსანი - 500 ლარით, მეოთხე ადგილოსანი - 400 ლარით, მეხუთე ადგილოსანი - 300 ლარით. 6-10 ადგილის მფლობელები გაივლიან ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის IELTS მოსამზადებელ კურსს უფასოდ. პირველ ათეულში გასული სტუდენტები მიიღებენს სხვადასხვა არაფულად პრიზებს.

ოლიმპიადა გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში.

ოლიმპიადაზე დარეგისტრირების ბოლო ვადაა 26 მარტი.

ოლიმპიადაზე მონაწილეობისათვის დარეგისტრირდით ვებ-გვერდზე: www.olympiad.ge

Economic Policy Expert Center organizes student Olympiad in economics.
First, second, third and fourth year bachelor’s students from any faculty of Georgian universities will take part in the competition. English language sector will also be working at the Olympiad and citizens of foreign countries who study on bachelors’ programs in Georgia can also participate.
Winners will be awarded financial and nonfinancial prizes: 1st place - 1000 GEL; 2nd place - 700 GEL; 3rd place - 500 GEL; 4th place - 400 GEL; 5th place - 300 GEL.
Deadline for registration is March 26.
For registration and more information please, visit web-page: www.olympiad.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე