2013-11-14

„Robert Bosch“- ის ფონდის რუსეთის და ამიერკავკასიის წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორის გერჰარდ პფაიფერის ვიზიტი თსუ-ში

13 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია „საქართველო და გერმანია - სამომავლო ეკონომიკური რისკები და პერსპექტივები“.

„Robert Bosch“- ის ფონდის რუსეთის და ამიერკავკასიის წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორთან გერჰარდ პფაიფერთან და მის თანამშრომლებთან ერთად, დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ, პროფესურამ და სტუდენტებმა.








Print

« იხ. ყველა სიახლე