2015-12-14
I. თანამედროვე შრომის ბაზრის დინამიკა: როგორ მოვემზადოთ დასაქმებისთვის? დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკა.
17 დეკემბერი, ხუთშაბათი, 13:00 სთ.
თსუ მაღლივი კორპუსი, აუდიტორია #206
ტრენინგი ორსაათიანია, აქვს ინტერაქტიური შეხვედრის ფორმატი და მოიცავს შემდეგ თემებს:
ცვლილებები თანამედროვე სამყაროში: გლობალური ცვლილებების ზეგავლენა ადამიანის პროფესიულ ხედვაზე, განვითარებაზე, განათლებაზე.
რა არის კარიერა? წარმატებული კარიერა.
პროფესიული თვით-გამორკვევა.
როგორ მოვემზადოთ დამსაქმებელთან ინტერვიუსთვის.
კადრების ძიებისა და შერჩევის მექანიზმები და მეთოდები.
შეხვედრა 2 საათიანია.
მსურველებმა მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: career@tsu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ფაკულტეტი
II. CV და სამოტივაციო წერილი. სააპლიკაციო დოკუმენტების მომზადება (როგორც დასაქმების, ასევე სასწავლო მიზნებისთვის).
18 დეკემბერი, პარასკევი, 13:00 სთ.
თსუ მაღლივი კორპუსი, აუდიტორია #206
ტრენინგი ორსაათიანია, აქვს ინტერაქტიური შეხვედრის ფორმატი და მოიცავს შემდეგ თემებს:
დამსაქმებლის წინაშე თავის წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება: CV, რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, ინტერესის წერილი, რეკომენდაციები და სხვა.
აპლიკაციის მომზადება როგორც დასაქმებისთვის, ასევე სასწავლო / კვლევითი მიზნებისთვის.
შეხვედრა 2 საათიანია.
მსურველებმა მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: career@tsu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ფაკულტეტი
« იხ. ყველა სიახლე