გასული წლის 24-25 დეკემბერს სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა" მიწვეული იყო საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ეს იყო HASBARA-ს 1-ლი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ჩატარდა ისრაელის პარლამენტის (Knesset) და ისრაელის და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის საფუძველზე.
24 დეკემბერს გაიმართა საზეიმო კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სადაც დამსწრე საზოგადოებას სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
25 დეკემბერს, სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ისრაელის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჰილიკ ბარი, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე.
ფორუმის მიმდინარეობაში უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, თეიმურაზ ბერიძე, ლექტორები, ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგელები და ცენტრ „იდეა“-ს წევრები.
ცენტრი „იდეა" მადლობას უხდის ფორუმის ორგანიზატორებს, ისრაელის საელჩოს საქართველოში და ისრაელის სახლს ამ ღონისძიებაზე მოწვევისთვის და გამოთქვამს მზადყოფნას მომავალი თანამშრომლობისათვის.
გვანცა კურატიშვილი,
სტუდენტური კვლევებისა და პროექტების
ცენტრ „იდეა“-ს მენეჯერი.