2019-12-17
სტუდენტური თვითმმართველობის სამეცნიერო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ორგანიზებით ა. წ. 16-17 დეკემბერს ჩატარდა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.
16 დეკემბერს, საკუთარი ნაშრომებით კომისიის წინაშე წარსდგა ეკონომიკის პროგრამის 9 სტუდენტი, ხოლო 17 დეკემბერს - ბიზნესის ადმინისტრირების 5 სტუდენტი.
ეკონომიკის მიმართულებით გაიმარჯვეს ალეკო სამადაშვილმა და მედა დოლიძემ, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - თამარ ლოლაძემ.
« იხ. ყველა სიახლე