2015-07-30
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საყურადღებოდ: სტაჟირების შესაძლებლობა აშშ-სა და ჰოლანდიაში:
ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია აცხადებს კონკურსს 2015-2016 წლებისთვის აგრარული, ბიზნეს, ეკონომიკის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტების, ასევე აგრარული განათლების მქონე ახალგაზრდა ფერმერების შერჩევას ანაზღაურებადი სამუშაო-სასწავლო სტაჟირებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში მინესოტას უნივერსიტეტში და ჰოლანდიაში SUSP-ის კოლეჯის ბაზაზე.
სტაჟირების ხანგრძლივობა: ამერიკის შეერთებულ შტატებში - 12 დან 18 თვემდე და ჰოლანდიაში - 3 თვე
ძირითადი მიმართულებები:
სოფლის მეურნეობა, სასათბურე მეურნეობა, მებოსტნეობა-მებაღეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მემარცვლეობა, აგრობიზნესი, ეკონომიკა.
პროგრამა ითვალისწინებს 3, 6 ან 12 თვემდე საწარმოო პრაქტიკას ამერიკელი და ჰოლანდიელი ფერმერის მეურნეობაში და მისი დასრულების შემდეგ სწავლას მინესოტას უნივერსიტეტში, ერთი სემესტრის განმავლობაში, რის შემდეგაც მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს. უნივერსიტეტის სწავლისას შესაძლებელია მუშაობის შეთავსება.
სტაჟირება ხორციელდება გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორის მიერ თვითდაფინანსებით. პროგრამის განმავლობაში სტაჟიორი უზრუნველყოფილია საცხოვრებლით, საკვებით, დაზღვევით და ხელფასით, სახელმძღვანელოებით.
ძირითადი მოთხოვნები:
** კონკურსში მონაწილე პირი უნდა იყოს ზემოჩამოთვლილი ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის კურსის სტუდენტი;
** უპირატესობა მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო დარგებში პრაქტიკული გამოცდილების სტუდენტებს და ახალგაზრდა ფერმერებს;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ინგლისური (ან გერმანული -ჰოლანდიაში) ენის ცოდნა, ასევე მართვის მომწობის ფლობა;
** უპირატესობა მიენიჭებათ მაღალი მოტივაციის და მყარი ფინანსური პირობების მქონე 25 წლამდე კონკურსანტებს.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
** ავტობიოგრაფია (CV);
** სამოტივაციო წერილი;
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის 30 აგვისტო.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ზემოჩამოთვლილი დოკუმენტები ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: exchangeprogramm@gmail.com
დაუკავშირდებიან მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. კონკურსში მონაწილეთა შერჩევის მიზნით ჩატარდება გასაუბრება.
« იხ. ყველა სიახლე