2016-07-08

ქალბატონ ნონა გელიტაშვილის სამეცნიერო მობილობა ვიადრინას ევროპის უნივერსიტეტში


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულმა პედაგოგმა, ქალბატონმა ნონა გელიტაშვილმა 2016 წლის 1 - დან 30 ივნისამდე მონაწილეობა მიიღო ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ Erasmus+ „აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის პროგრამაში“, რომელიც განხორციელდა ვიადრინას ევროპის უნივერსტეტში საერთაშორისო ეკონომიკის კათედრაზე (ქ. ფრანკფურტ-ოდერი, გერმანია)


ერასმუს+ პროგრამისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში, მან მონაწილეობა მიიღო მთელ რიგ ღონისძიებებში: ლექცია-სემინარების ჩატარება, კვალიფიკაციის ამაღლება, საკუთარი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლა, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავება და ა.შ.


მისი ერთ თვიანი საქმიანობის მიწურულს უნივერსიტეტში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე:  „საქართველო საბჭოთა კავშირიდან ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“. მოხსენების თემა შეეხებოდა საქართველოს უახლეს ისტორიულ მოვლენას, კერძოდ, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ევროკავშირთან და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების ასპექტებსა და მნიშვნელობას საქართველოსთვის.



Print

« იხ. ყველა სიახლე