2019-04-15

გერმანელი მეწარმისა და მეცენატის, ბატონ კლაუს ჰიპის საჯარო ლექცია და სტუდენტთა შერჩევა გერმანიაში საზაფხულო საწარმოო პრაქტიკის გასავლელად

ა.წ. 15 აპრილს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ტრადიციული, გერმანულენოვანი საჯარო ლექცია ბიზნესის ეთიკის მიმართულებით, წაიკითხა ცნობილმა გერმანელმა მეწარმემ, მეცენატმა, მხატვარმა, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის HIPP-ის დამფუძნებელმა, თსუ საპატიო დოქტორმა და საქართველოს საპატიო კონსულმა მიუნხენში, ბატონმა კლაუს ჰიპმა.

ლექციის შემდეგ, ბატონმა ჰიპპმა სტუდენტებს წერითი დავალება მისცა, რომლებიც მათ ორი კვირის განმავლობაში უნდა შეასრულონ. სწორედ აღნიშნული ნაშრომების საფუძველზე მოახდენს ბატონი ჰიპი პრაქტიკაზე მისაწვევი სტუდენტების შერჩევას. უკვე მრავალი წელია, ბატონი ჰიპი თვითონ ირჩევს რამდენიმე სტუდენტს და იწვევს გერმანიაში, საკუთარ საწარმოში ერთთვიანი საზაფხულიო პრაქტიკის გასავლელად. პრაქტიკანტი სტუდენტები იღებენ მოგზაურობის, ცხოვრებისა და კვების სრულ დაფინანსებას. მათ საშუალება ეძლევათ ერთი თვის განმავლობაში იმუშაონ HIPP-ის საწარმოს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ, საფინანსო. ლოჯისტიკის თუ შესყიდვების განყოფილებებში.

ბატონ კლაუს ჰიპს მიესალმა და მრავალწლიანი ღვაწლისათვის გულითადი მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.








Print

« იხ. ყველა სიახლე