2014-03-06
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
ბაკალავრიატის მე-3,მე-4 კურსელებისა ან მაგისტრატურის
სტუდენტების საყურადღებოდ!
სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს სტუდენტთა სამთვიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით ფინანსურ დეპარტამენტში.
სასურველია რომ აღნიშნულ კადრებს გააჩნდეთ შემდეგი კვალიფიკაციები:
• Excel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა
• მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA>3.0), საგნებში რომელიც დაკავშირებულია ფინანსებთან (Financial Accounting, Cost Accounting და ა.შ.)
• ინგლისური/რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე
• ანალიტიკური აზროვნების წერილობით გადმოცემის უნარი
• შეზღუდულ დროში დიდი მოცულობის სამუშაოსთან გამკლავების უნარი
• დეტალებზე კონცეტრირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი
• პასუხისმგებლობისა და კონფიდენციალურობის მაღალი გრძნობა
აღნიშნული კადრების მოვალეობაში შევა :
• ინფორმაციის შეგროვება ყველა კაპიტალური დანახარჯების და რემონტების ბიუჯეტირებულ/ავარიულ პროექტზე.
• ყველა დაწყებული პროექტზე გაწეული ხარჯების კონტროლი, ყოველდღიურ რეჟიმში.
• მოამზადოს შესაბამისი გაფრთხილებები, პასუხისმგებელი პირებისთვის.
• შეიმუშაოს ხარჯების ოპტიმიზაციისათვის აუცილებელი პროცედურები, მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები და დასკვნები
• კომპანიის შემადგენლობაში შემავალი ყველა ერთეულისთვის ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
• ფინანსური მოდელებისთვის დანართების მართვა და მენეჯმენტის ინფორმირება შესაძლო ფინანსური დაბრკოლებების შესახებ;
• ბიუჯეტთან გადახრების ანალიზის წარმოება
• კოორდინაცია გაუწიოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მონაცემების მიღება/დამუშავებას
გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა (ვიმეორებთ, ბაკალავრიატის მე-3 ან მე-4 კურსის, ან მაგისტრატურის სტუდენტებმა, ვინც სწავლობს ფინანსებისა და საბანკო საქმის ან ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით და გაქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება: GPA>3.0) თქვენი CV სურათით გამოგზავნოთ არაუგვიანეს 12 მარტისა მისამართზე economics@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე