ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-03-28

სტუდენტების შეხვედრა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ გიორგი ღაღანიძესთან

27 მარტს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე შეხვდა ფაკულტეტის სტუდენტებს, რომელთან ერთადაც შეაჯამა მუშაობის ერთი წლის თავი. დეკანმა ხაზი გაუსვა, როგორც ფაკულტეტის მიღწევებს, ისე გამოწვევებს. გულწრფელი საუბარი სტუდენტებთან, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა სამ საათს გაგრძელდა. განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა სასწავლო და საგამოცდო პროცესები, სტუდენტური პრაქტიკის საკითხები, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სტუდენტების წინაშე არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.











Print

« იხ. ყველა სიახლე