ბეჭდვა |/ დახურვა |
oikos Talks- ეს არის არაფორმალური შეხვედრების ციკლი, რომლის
მიზანია სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების ჩართვა ინტერაქტიულ
დისკუსიებში ეკონომიკის მდგრადი განვითარების მიმართულებით. პირველად ეს
ღონისძიება oikos Vienna-მ განახორციელა. მათი მხარდაჭერითა და
კონსულტაციის მეშვეობით მსგავსი ღონისძიებების ციკლს იწყებს oikos Tbilisi.
ის იწვევს ექსპერტებს, რომლებიც მსმენელებს გაუზიარებენ თავიანთ ცოდნას,
გამოცდილებას და მიაწვდიან მეტ ინფორმაციას მდგრადი ეკონომიკისა და
მენეჯმენტის შესახებ. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს
დისკუსიებში, გამოხატოს საკუთარი შეხედულებები, მომავლის ხედვები და
იდეები, ასევე დასვას კითხვები. განსახილველი საკითხები იქნება: სოციალური
მეწარმეობა, მდგრადი ფინანსები, კონსალტინგი, ფინანსური ეთიკა და სხვ.
რიგით მესამე oikos Talks-ის სტუმარია:
VTB ბანკის ვიცე პრეზიდენტი ბ-ნი გია ბარკალაია
თემით: “ კორპორაციების სოციალური პასუხისმგებლობა- მთავარი პრობლემები და გამოწვევები“
პროექტი ჩატარდება 24 მაისს 15:00-ზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, აუდ. 101
თუ გსურთ დაესწროთ აღნიშნულ ღონიძიებას 23.05.2015, 23:00 საათამდე შეავსეთ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/