ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-05-24

ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის

ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობასაქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია, სტუდენტებმა შექმნან ნაშრომი, რომელიც, ახალი ხედვების, წინადადებებისა და ინოვაციური იდეების საფუძველზე, მცირე ფერმერების გაძლიერების გზით, არსებული სასურსათო უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას შეეხება.

სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ აარჩიონ შემოთავაზებული თემებიდან ერთ-ერთი, გაეცნონ უახლეს კვლევებს და შექმნან 5 გვერდიანი საკონკურსო ესე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, გენდერული თუ სასურსათო უსაფრთხოების ან სავაჭრო ლიბერალიზაციის შესახებ.
საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობის ექსპერტებით.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ აქ: www.foodsecuritysc.com

ან მიჰყევით ბმულს:

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 15 ივნისი. სამი გამარჯვებული დასახელდება ივლისის ბოლოს, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილდოს 1,000 ლარის ოდენობით და მონაწილეობას მიიღებენ სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში.




The Oxfam Competition for the best Academic Essay

The Oxfam Representation in Georgiaannounces the essay writing competition for the students in Georgia in order to design a position paper on the visions/ suggestions/ innovative ideas on how to tackle the current Food Security Issues through empowering the small holder farmers.

The students are invited to select one of the suggested themes, get familiar with the recent researches and develop the 5 pager essay on agricultural cooperation, gender and food security or trade liberalisation.

The competition masterpieces will be evaluated by the Jury composed of Ministry of Agriculture and Oxfam representation experts.

More informationon the competition terms and conditions  is available: www.foodsecuritysc.com    www.foodsecuritysc.com

The deadline for the submission is June 15. Three winners will be announced in July.


Print

« იხ. ყველა სიახლე