2017-08-14
2017 -2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია წარმოსადგენ საბუთებ თან ერთად დადგენილ ვადებში წარადგინოს კვლევითი პროექტი და პროფესორის სარეკომენდაციო წერილი .
2017 -2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე დოქტორანტურაში მისაღებ დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების კრიტერიუმები :
1. კვლევითი პროექტი _ 3-4 გვერდის მოცულობით , სადაც დასაბუთებულია სადისერტაციო თემის აქტუალობა , კვლევის მიზანი , ამოცანები და დაგეგმილი ( მისაღწევი ) სამეცნიერო - თეორიული და პრაქტიკული შედეგები .
2. დოქტორანტობის კანდიდატმა გასაუბრებისას უნდა გააკეთოს მოხსენება წარმოდგენილი კვლევითი პროექტის მიხედვით დარგობრივ კომისიასთან .
3. გასაუბრება შეფასდება სამი კრიტერიუმით : განათლება ( კვალიფიკაციასთან შესაბამისობა ) , მოტივაცია , კვლევითი პროექტის პრეზენტაცია .
შენიშვნა :
თითოეული კომპონენტი ფასდება 1-10 ქულამდე . 6 და ნაკლები ქულის დაგროვების შემთხვევაში დოქტორანტობის კანდიდატი ეთიშება კონკურსს .
« იხ. ყველა სიახლე