2015-09-21
ველინგტონის უნივერსიტეტის (ახალი ზელანდია) პროფესორი ესტატე ხმალაძე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხავს ლექციების ციკლს თანამედროვე ეკონომიკურ პრობლემებზე.
ლექციების კონკრეტული თემატიკა და განრიგი ასეთია:
1. საბაზრო ეკონომიკაში მოულოდნელი და მკვეთრი ცვლილებების წინასწარ განსაზღვრის მეთოდები – ხუთშაბათს, 24 სექტემბერს 14:00 სთ–ზე, თსუ–ს მაღლივი კორპუსი, 1102 აუდიტორია;
2. შემთხვევითი ფასების ფორმირების მექანიზმი – პარასკევს, 25 სექტემბერს 15:00 სთ–ზე, თსუ–ს მაღლივი
კორპუსი, 209 აუდიტორია;
ლექციები ჩატარდება ქართულ ენაზე. ყოველი ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ლექციებზე დასწრება თავისუფალია.
« იხ. ყველა სიახლე