2017-02-15
სტუდენტთა საყურადღებოდ! „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ განცხადება
საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი (lpf.ge)“ აცხადებს საბუთების მიღებას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული (CPA 3.5-ზე მეტი) სტუდენტებისათვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მიზნით.ფინანსური დახმარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
• ანკეტა ;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• სტუდენტის სასწავლო ბარათი;
• ბანკში პირადი ანგარიშის ნომერი;
• სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
საბუთები მიიღება: 2017 წლის 20 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით; 10.00 სთ-დან 17.30 სთ-მდე.
მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, მე-6 სართული, ოთახი 607;
ტელეფონები: 2 303 217; მობ: 593 273 092; 551 626 320;
www.lpf.ge
« იხ. ყველა სიახლე