2014-12-19

ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესდა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიღწეული წარმატებით

ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესდა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში  მიღწეული წარმატებით

მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან 12 დეკემბრამდე ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ,,მსოფლიო ეკონომიკის“ ცენტრის წარმომადგენლების ხელშეწყობითა და ხელმძღვანელობით  ჩატარდა ინტენსიური ტრენინგი ბელარუსის სახელმწიფო უნივერისტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის წარმომადგენლის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრის დოცენტ ქალბატონ ელენა კოვშარისთვის, რომლის მიზანი იყო ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შედეგად მიღებული გამოცდილების გაზიარება.  
ტრენინგზე მონაწილეებმა  საფუძვლიანად განიხილეს ბოლონიის პროცესთან საქართველოს მიერთების გამოცდილება. ტრენინგის ხელმღვანელებმა  მონაწილეებს გაუზიარეს საქართველოს მიღწევები და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევები. ასევე, დიდი დრო დაეთმო საერთაშორისო ეკონომიკის სწავლების და ამ პროცესში გამოყენებული ლიტერატურის განხილვას; კურიკულუმებისა და სილაბუსების შემუშავების საკითხებს და ა.შ.  
ქ–ნი ელენა კოვშარი გაეცნო ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესაბამისად წარმართული  საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის გარდაქმნის მიზნებს და გამოცდილებას; დაესწრო უნივერსიტეტის პროფესორების მიერ ჩატარებულ ლექციებსა და სემინარებს; შეხვდა ფაკულტეტის დეკანს პროფ. თეიმურაზ ბერიძეს; ესტუმრა ფაკულტეტის ბიბლიოთეკას და გაეცნო იქ არსებულ ლიტერატურას; მონაწილეობა მიიღო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მონაწილეობით გამართული ,,მრგვალი მაგიდის“ მუშაობაში, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა მიეცათ შეედარებინათ საქართველოს და ბელარუსის უმაღლესი განათლების სისტემის პრობლემები და მიღწევები, ემსჯელათ საქართველოს და ბელარუსის ეკონომიკების განვითარების პრობლემებსა და მიმართულებებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის ინიციატივაში „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ ქვეყნების მონაწილეობას და ერთობლივი პროექტების განხორცილების მიმდინარეობას.   
 
















Print

« იხ. ყველა სიახლე