2015-10-05
„საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ (International Chamber of Commerce) ახალგაზრდული ფრთის პრეზენტაცია
2015 წლის 8 ოქტომბერს , ხუთშაბათს , 13:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206–ე აუდიტორიაში, მოეწყობა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახალგაზრდული ფრთის პრეზენტაცია.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია დაესწროს და გაწევრიანდეს საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო სავაჭრო პალატამ“ (International Chamber of Commerce), რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობს საქართველოში (ICC Georgia) თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, 4 წლის წინ დააფუძნა „საქართველოს ახალგაზრდული საერთაშორისო სავაჭრო პალატა“ (ICC Georgia Youth).
ამასთან, შემუშავდა „საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახალგაზრდული ქარტია“ (ICC Georgia Youth Charter), რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ქართველი ახალგაზრდობის ჩართვა „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ მუშაობაში, რათა ხელი შეეწყოს მეწარმეთა, სპეციალისტებისა და მენეჯერების ახალი თაობის აღზრდას და მომზადებას.
« იხ. ყველა სიახლე