29 სექტემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ რექტორის, აკადემიკოს
ვლადიმერ პაპავას გადაწყვეტილებით სტუდენტებთან გაფართოებული ფორმატით შეხვედრა გაიმართება.
ღონისძიებას ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი