ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება
2013 წლის 27 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტთა პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტებმა: არჩილ მამფორიამ, კახა დაუშვილმა და II კურსის სტუდენტმა სალომე გაფრინდაშვილმა. მათ აქტიური მონაწილეობისათვის გადაეცათ სერთიფიკატები და მათი მოხსენებები დაიბეჭდა თეზისების სახით.