ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-01

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პოსტდოქტორანტის თამარ კბილაძის წარმატება

საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების კვლევითი ცენტრის (International Economics Development Research Center) ორგანიზებით 2015 წლის 20-21 ივლისს, ქ. პარიზში (საფრანგეთი)  გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია: ,,ეკონომიკა, საზოგადოება და მენეჯმენტი (International Conference on Economics, Society and  Management – ICESM 2015), სადაც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პოსტდოქტორანტმა თამარ კბილაძმ.

მისმა მოხსენებამ: ,,ოპტიმალური საგადასახადო ტვირთის თეორიული და ემპირიული საფუძვლები საქართველოში(Theoretical and empirical basis of optimal tax burden in Georgia) გაიმარჯვა ნომინაციაში: ,,სესიის საუკეთესო მოხსენება.

ხოლო მის მიერ წარდგენილი სტატია დაიბეჭდება საერთაშორისო, ინდექსირებულ ჟურნალში: International Journal of Trade, Economics and Finance (IJTEF), ISSN: 2010-023X DOI: 10.7763/IJTEF

პოსტდოქტორანტი თამარ კბილაძე საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების კვლევითი ცენტრის მიერ არჩეული იქნა სარედაქციო კომიტეტის წევრად, ერთი წლის ვადით, რომლის ფარგლებში მას ევალება სტატიების რეცენზირება აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში მონაწილეობის მსურველთათვის.

იხ. დანართი 1
იხ. დანართი 2
იხ. დანართი 3
Print

« იხ. ყველა სიახლე