2014-04-12
ტრეინინგი ჩატარდება 15 აპრილს, სამშაბათს,14:00 საათზე, თსუ-ს მე-10 (მაღლივი) კორპუსის შენობაში, 206 აუდიტორიაში .
მასტერკლასს ჩაატარებენ:
დიანა ველენგურსკაია - ,,თეგეტა მოტორსის’’ PR-მენეჯერი;
მედეა შარიქაძე - „საქართველოს ბანკის“ ბრენდის მართვის სამსახურის პროექტის მენეჯერი;
გრიგოლ დიდიძე - ,,ემერიტუს ტრეინინგის’’ დირექტორი.
ემერიტუს ტრეინინგის პრაქტიკოსი ტრენერები, რეალურ ქეისებზე დაყრდნობით გაგიზიარებენ გამოცდილებას. თქვენ შეიძენთ იმ აუცილებელ ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათპროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და დასაქმებაში.
ემერიტუს ტრეინინგი არის სასწავლო ცენტრი, რომელიც სპეციალურად სტუდენტებისთვის ქმნის მოკლე პროფესიულ პროგრამებს მათი კარიერული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.ემერიტუს ტრეინინგის სწავლების თანამედროვე და გამოცდილი მიდგომა განაპირობებს მსმენელების აქტიურ ჩართულობასა და პრაქტიკული ტექნოლოგიების ეფექტურ ათვისებას უმოკლეს დროში.
« იხ. ყველა სიახლე