18 თებერვალს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პერიოდული გამოცემის, ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა;
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
ოთარ ნადარაია;
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი
ლაშა ჯუღელი;
ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი
გიორგი ბაქრაძე;
ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი
მერაბ კაკულია.
შეხვედრას, რომელიც გახსნა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა
თეიმურაზ ბერიძემ, ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები და სტუდენტები.