საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) აცხადებს სტაჟირებას მოტივირებული, მიზანდასახული და შემოქმედებითი სტუდენტებისათვის, რომელთაც სურთ, მიიღონ მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება ფინანსურ სექტორში და განავითარონ თავიანთი კარიერა.
სებ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინსტიტუტია. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი FSAP მისიის თანახმად, მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად, სებ-მა დანერგა მოწინავე და რისკებზე ორიენტირებული საზედამხედველო ჩარჩო, რომელიც აერთიანებს რისკების ადრეულ ფაზაზე იდენტიფიცირებასა და რესურსების ყველაზე ეფექტიანად განაწილებას.
შეფასების მიხედვით,სებ-ის საზედამხედველო პრაქტიკა მაღალი ხარისხით შეესაბამება საერთაშორისო საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპებს და, რიგ საკითხებში, მისი ინოვაციური მიდგომები მაგალითს წარმოადგენს განვითარებული ქვეყნებისთვისაც.
მისიის თანახმად, შთამბეჭდავია ზედამხედველების კვალიფიკაცია.
2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდგომ ფინანსური სექტორის ზედამხედველობა ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სფეროა. საერთაშორისო დონეზე მიმდინარეობს ახალი საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავება რომელშიც სებ-ის თანამშრომლებიც, ბაზელის საკონსულტაციო კომიტეტის მეშვეობით, ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას.
ყოველივე ეს ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის შრომის მოყვარე და ნოვატორული ახალგაზრდებისათვის მიიღონ უნიკალური ცოდნა, პრაქტიკაში შეისწავლონ ფინანსური სექტორის არსებული კომპლექსური არქიტექტურა და ახალი ტენდენციები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თქვენ საშუალება გექნებათ, იმუშაოთ გამოცდილი პროფესიონალების გუნდში და შეეჭიდოთ ფინანსური ზედამხედველობის სფეროში არსებულ რთულ გამოწვევებს.
სებ-ის გუნდთან ერთად ჩართული იქნებით საზედამხედველო ჩარჩოს განვითარებაში, ბანკების და სხვა ფინანსური ინსტიტუტების საბაზრო ქცევისა და რისკების შეფასება/ანალიზში. პროფესიული განვითარების მიზნით, სები თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს სხვადასხვა შიდადა გარესასწავლო პროგრამებს.
არაანაზღაურებადი სტაჟირების ვადაა 3-დან 6 თვემდე, სტაჟირების დასრულებისას წარმატებული მონაწილეთათვის არის დასაქმების შესაძლებლობა.
ძირითადი მოთხოვნები:
• ბიზნესის ადმინისტრირების, საბანკო, საფინანსო, ეკონომიკის, მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების ან იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3, მე-4 ან მაგისტრატურის სტუდენტი;
• ინგლისური ენისა და საოფის ეკომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
პიროვნული და სხვა უნარები:
• თვითგანვითარებისადასწავლისუნარები, ინიციატივადამიზანდასახულობა;
• კომუნიკაბელურობა, დახვეწილივერბალურიდაწერითიკომუნიკაციისუნარები;
• სხარტიდაანალიტიკურიაზროვნება, ინფორმაციისსხვადასხვაწყაროებიდანმოძიების, ანალიზისადადამუშავებისუნარები;
• ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება.
შერჩევა განხორციელდება ტესტირების და/ან გასაუბრების მეშვეობით.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობისათვის გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@nbg.gov.ge
14 ნოემბრის ჩათვლით.
მეილის სათაურში (Subject) მიუთითეთ Internship in Supervision, ხოლო მეილის ტექსტში უნივერსიტეტის, ფაკულტეტისა, კურსის დასახელებადა შემდგომი კომუნიკაციისათვის განკუთვნილი ელ. მეილის მისამართი.