2019-12-11
თსუ და ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ტურიზმის დეპარტამენტის ერთობლივ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას „ტურიზმი“ მიენიჭა სრული უპირობო აკრედიტაცია
2019 წლის 10 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ტურიზმის დეპარტამენტის ერთობლივ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას „ტურიზმი“ მიენიჭა სრული უპირობო აკრედიტაცია.
პროგრამა წარმოადგენს პირველ აკრედიტებულ პროგრამას საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებით დაარსებულ
ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სტუდენტთა დაფინანსებას, ფრანგული მხარე უზრუნველყოფს სტუდენტთა სტაჟირებას საფრანგეთში და ფრანგი პროფერსორების ვიზიტს საქართველოში.
პროგრამა ანიჭებს ორმაგ ხარისხს: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან-ტურიზმის მაგისტრი, ხოლო ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის მხრიდან -ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის მაგისტრი.
პროგრამის სწავლების ენაა ქართული ფრანგულენოვანი კომპონენტებით. პირველი სამი სემესტრის განმავლობაში სწავლებას თსუ-ში გაუძღვებიან ქართველი და ფრანგი პროფესორები, ხოლო სწავლების მეოთხე სემესტრს სტუდენტები გაივლიან საფრანგეთში, სადაც დაიცავენ სამაგისტრო ნაშრომს.
პროგრამაზე მიღების წინაპირობებია: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, საერთო სამაგისტრო გამოცდა, მისაღები გამოცდა საგანში „ტურიზმი“, ფრანგული ენა B1.
პროგრამა ითვალისწინებს ფრანგული ენის გაძლიერებულ სწავლებასაც, რათა სტუდენტები მოემზადონ საფრანგეთის უნივერსიტეტში ერთი სემესტრით სწავლებისა და სტაჟირებისთვის. პროგრამა ემსახურება ფრანგული ენის პოპულარიზაციასაც. პროგრამაზე სწავლის პოტენციურ მსურველებს სტიმულს აძლევს, შეისწავლონ ფრანგული ენა პროფესიულ დონეზე. ამასთან, პროგრამის კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული საფრანგეთში მუშაობის ნებართვა.

« იხ. ყველა სიახლე