სატელევიზიო გადაცემა - "ბიზნეს მარათონი"
თსუ-ს ეკონომიკის და ბზინესის ასევე სოცილურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტები სატელევეზიო პროექტ "ბიზნეს მარათონის" მონაწილეები არიან. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის წარჩინებული სტუდენტები თინათინ ახვლედიანი და ლაშა ნიკოლაიშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები ზურა ცერცვაძე და ხატია წაქაძე - ეს ის სტუდენტები არიან, რომლებიც 2010 წლის ნოემბრის თვიდან, ყოველ ხუთშაბათს, საპატრიარქოს ტელევიზაია "ერთსულოვნების" ეთერის საშუალებით მაყურებლის წინაშე თსუ-ს სახელით წარმოადგენენ ყველა იმ დავალებას, რომელსაც სატელევიზიო პროექტში ჩართული სხვა უნივერსიტეტებიც ამ დროის განმავლობაში დაუღალავად ართევდნენ თავს.
"ბიზნეს მარათონი" დღეს უკვე პოპულარული გადაცემაა, რომელშიც წარმატებული მონაწილეობისათვის თსუ-ს გუნდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიპლომი მოუპოვა. თსუ-ს გუნდის სახელით, თინათინ ახვლედიანმა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ქალბატონმა ელენე ხარაბაძემ დიპლომი თსუ-ს რექტორს, ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილს გადასცეს.
ყოველი გადაცემის პირველ ბლოკში, გადაცემის თანაწამყვანისგან, ეკონომიკის ექსპერტისა და "საქართველოს ბიზნეს კონსალტინგის" წარმომადგენლის ირაკლი ლექვინაძისაგან სტუდენტები ისმენდნენ მიმდინარე სიახლეებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში, რის საფუძველზეც ექსპერტს საკმაოდ საინტერესო შეკითხვებს უსვამდნენ. გადაცემის მეორე ბლოკში სტუდენტთა დავალებას წარმოადგენდა ისეთი წარმატებული ქვეყნების პრეზენტაცია, როგორებიცაა: საფრანგეთი, გერმანია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, და ჰოლანდია. თსუ-ს სტუდენტები ტელემაყურებელს იმ ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური რეფორმებზე ესაუბრებიან, რომლებმაც განაპირობეს აღნიშნული ქვეყნების წარმატება. აღსანიშნავია, რომ სტუდენტები წარმოადგენდნენ ასევე თავიანთ ხედვას, თუ კონკრეტულად რისი გადმოღება შეიძლებოდა ამ ქვეყნებიდან საქართველოში. გადაცემის მესამე ბლოკი ეთმობა წარმატებული ადამიანებისა და სტუდენტების თვალით დანახული მათი წარმატების საიდუმლოს წარმოდგენას. თსუ-ს სტუდენტებმა ისეთ დამსახურებეულ პიროვნებებზე ისაუბრეს როგორბიც არიან დავით სარაჯიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ოლე კირკ კრისტიანსენი და ლილიან ბეტანკური. გადაცემის ბოლო ბლოკი კი ეთმობა ქართული პროდიქციის ექსპორტს. თსუ-ს სტუდენტთა გუნდმა საკამოდ სიანტერესოდ და სტრატეგიულად წარმოადგინა ქართული ღვინის, ჩურჩხელას, ხაჭაპურისა და ქართული ციტრუსის საექსპორტო გეგმები.
"თსუ-ს გუნდი, ამ სამი თვის განმავლობაში, ნამდვილად დაუღალავად შრომობდა, იმისათვის რომ ასე წარმატებულად წარმდგარიყო ტელემაყურებლის წინაშე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პროექტის შექმინისა და რეალიზებისათვის პროექტის ავტორს ბატონ გოჩა ტყეშელაშვიულსა და პროექტის თანაავტორს - ირაკლი ლქევინაძეს. ნამდვილად ძალიან პროდუქტიული იყო ჩვენი მუშაობა "ბიზნეს მარათონში", რომელიც ტელემაყურებლისათვის უკვე ერთ-ერთ საყვარელ გადაცემად იქცა. ჩვენ შევძელით იმ ცოდნის რელიზება მოგვეხდინა, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიღებთ და ამ სატელევიზო პროექტში ჩვენი წარმატებული მონაწილეობა სწორედ იმის ნათელი მაგალითია, რომ თსუ-ს ნამდვილად საკმაოდ მაღალ კვალიფიციური სტუდენტურ რესურსს ფლობს" - აღნიშნავს თინათინ ახვლედიანი.
თსუ-ს გუნდის წარმატებულ მონაწილეობაზე გადაცემის თანაავტორი ირაკლი ლექვინაძეც საუბრობს: "მე მინდა მივულოცო თსუ-ს გუნდს ტელეგადაცემა ,,ბიზნეს მართონში’’ ღირსეული თამაში და წარმატებები ვუსურვო. ფინალური თამაშების სერია ძალინ საინტერესო აღმოჩნდა და გუნდის თითოეულმა წევრმა ძალიან კარგად შეძლო საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. სტუდენტების საკმაოდ კვალიფიციურ შეკითხვებს სვამდნენ, კომპეტენტურად ახდენდნენ სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების და წარმატებული ბიზნესმენების წარმოდგენას, ასევე კრეატიულად გზებით ცდილობდნენ ქართული საექსპორტო პროდუქციის პრეზენტირებას. მე ვთვლი რომ ასეთი ტიპის გადაცემებში მონაწილეობა საკმაოდ დიდი გამოცდილებაა, რაც გუნდის წევრებს აუცილებლად მიეხმარება წარმატებული კარიერის გაკეთებაში. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და გადაცემის შემოქმედბით ჯგუფს და ტელეკომპანია ,,ერთსულოვნებას’’ დიდი მადლობას გადავუხდი, რომ მათ საშუალება მისცეს სტუდენტებს წარმოეჩინათ საკუთარი თავი".
თსუ-ს სტუდენტთა უპირატესობებზე უშუალოდ გადაცემის პროდიუსერი - თამარ ტყეშელაშვილიც გვესაუბრა: "გადაცემა "ბიზნეს მარათონში" გვინდოდა სტუდენტებისათვის მიგვეცა საშუალება წარმოეჩინათ მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნა და გარდა ამისა ეჩვენებინათ მაყურებლისათვის, რომ შეუძლიათ არა მხოლოდ ფაქტებსა და მოვლენებზე მშარალად საუბარი, არამედ მათზე მსჯელობა, კონკრეტული დასკვნების გამოტანა, პარალელების გავლება . . . გადაცემის მომზადებაში თავიდანვე იყვნენ ჩართული თვითონ სტუდენტები. მთელი შემოქმედებითი გუნდი ფაქტობრივად მათთან ერთად ვმუშაობდით თემების შერჩევაზე, ვმსჯელობდით როგორ ჯობდა ამა თუ იმ საკითხის უკეთ წარმოჩენა. ძალზე საინტერესო იყო იმის ყურება თუ როგორ ართმევდნე სტუდენტები თავს მათთვის მიცემულ დავალებებს, როგორი კრეატიულობით უდგებოდნენ თითოეულ საკითხს. თვალშისაცემი იყო ის, თუ როგორ იზრდებოდა და იხვეწებოდა თითოეული გუნდი გადაცემიდან-გადაცემამდე. მინდა "ბიზნეს მარათონში" მონაწილე თოთოეულ სტუდენტს და უბრალოდ გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო და რა თქმა უნდა მადლობა ეკუთვნის საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებას, რომელმაც საშუალება მოგვცა სტუდენტებთან ერთად განგვეხორციელებინა აღნიშნული გადაცემა. თსუ-ს გუნდი ერთ-ერთი გამორჩეულად ძლიერი გუნდი იყო მთელი გადაცემების განმავლობაში, რაც ვთვლი, რომ სწორი მენეჯმენტისა და ძლიერი მონაწილეების დამსახურება იყო. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ საკითხს ისინი დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ და დეტალებადმე სწავლობდნენ, ამიტომაც იყო მათი თამაში ყოველთვის საინტერესოდ საყურებელი. მინდა მათ წარმატება ვუსურვო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საინტერსო თამაშისათვის" - აღნიშნავს თამარ ტყეშელაშვილი.