ნინო აბესაძე და ნაზი გვარამია ახალგაზრდობის ევრაზიის მე-IV ეკონომიკური ფორუმის (ЕЭФМ-2013) ფინალის ექსპერტები


        2013 წლის 16-19 მაისს ქ. ეკატერინბურგში(რუსეთი),  გაიმართა ახალგაზრდობის ევრაზიის IV ეკონომიკური ფორუმის (ЕЭФМ-2013) ფინალური ღონისძიებები.
        ფორუმი აერთიანებდა სამ თემატურ კონგრესს: ახალგაზრდა ეკონომისტთა, ახალგაზრდა ინოვატორთა, სამოქალაქო ინიციატივების კონგრესსა და ინტელექტუალური ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალს „Youth Global Mind“,სადაც მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნისა და რუსეთის ფედრაციის 65 რეგიონის წარმომადგენელი.   
      ახალგაზრდა ინოვატორთა კონგრესში საპატიო ექსპერტის  სტატუსით  მონაწილეობა მიიღეს  ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო აბესაძემ და მოწვეულმა პროფესორმა ნაზი გვარამიამ.  
      კონგრესის ფარგლებში ჩატარდა კონკურსები სამეცნიერო-კვლევითი, მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების,  ბიზნეს-პროექტებისა და შემოქმედებითი ნამუშევრების მიმართულებით. ასევე გაიმართა კონგრესის საინტერესო ღონისძიებები: საქმიანი თამაშები, მრგვალი მაგიდა, მასტერ-კლასები, ცნობილი მეცნიერების საჯარო ლექციები  და სხვ.
     ფორუმის ფარგლებში შედგა საქართველოს დელეგაციის შეხვედრა  ახალგაზრდობის  მე-IV  ევრაზიული ეკონომიკური ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ურალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ბატონ მიხეილ ფედოროვთან, რუსეთის მენიერებათა აკადემიის წევრებთან,  გერმანიის, ესპანეთის, იტალიის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან  დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლებთან და ბიზნესმენებთან.
   კონგრესის მიმდინარეობისას დამყარდა სამეცნიერო კონტაქტები რუსეთის, გერმანიის, პოლონეთის, ყაზახეთის, ლიტვის, ეპანეთის, იტალიის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან და დაისახა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.