2017-01-18
პროფესორ ვოლფგანგ ვენგს თსუ საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა
17 იანვარს, თსუ პირველი კორპუსის 107-ე აუდიტორიაში გაიმართა საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭების საზეიმო ცერემონიალი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ ათენისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორს, დოქტორ ამალია მოსერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორს იურგენ ბოსს, ლონდონის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, დოქტორ პიტერ ლიდიარდს და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს ვოლფგანგ ვენგს.
იმავე დღეს, თსუ მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაში გაიმართა პროფესორ ვოლფგანგ ვენგის საჯარო ლექცია, თემაზე: „ეკონომიკური განათლების მომავალზე ორიენტირებული ასპექტები“
« იხ. ყველა სიახლე